Aa
Aa

„დოპინგ-ტესტის ოთახში დათრგუნული მესი დამხვდა" - მატიპმა ბარსასთან მატჩი გაიხსენა

„ლივერპულის“ უკანახაზელმა, ჟოელ მატიპმა ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში „ბარსელონასთან“ გამართული მატჩი გაიხსენა, რომელიც მისმა გუნდმა 4-0 მოიგო. მატიპმა  შეხვედრის შემდეგ, განვითარებულ მოვლენებზე გერმანულ გამოცემასთან ისაუბრა და განაცხადა:

„მატჩის შემდეგ, ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და ტრიბუნების წინ, გულშემატკივრებთან ერთად, You’ll never walk alone ვიმღერეთ. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. შეგრძნებას, რომელიც მაშინ დამეუფლა, ალბათ შალკეს რიგებში ჩატარებული სადებიუტო მატჩი თუ შეედრება.

არაფერზე ვდარდობდი და ქომაგებთან ერთად სიმღერის შემდეგ, სიხარულისგან დავფრინავდი.

მოგვიანებით დოპინგ-ტესტზე დამიბარეს. დოპინგ-ტესტის ოთახში შევედი და იქ ლიონელ მესი დამხვდა, რომელიც დათრგუნული იყო.

წარმოიდგინეთ, ყველა ლივერპულის გამარჯვებას ზეიმობდა. მე კი ოთახში ლიონელ მესისთან ერთად ვიჯექი“.

მატიპმა იურგენ კლოპის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხანდახან გერმანელი სპეციალისტის ხუმრობებს „ლივერპულის“ ფეხბურთელები ვერ იგებენ. მატიპის თქმით, მას ასეთ მომენტებში თანაგუნდელებისთვის ხუმრობების ახსნა უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები