ლეგენდარული რაფაელ ჩიმიშკიანი 91 წლის გახდა
Aa
Aa

ლეგენდარული რაფაელ ჩიმიშკიანი 91 წლის გახდა

ლეგენდარული ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი იუბილარია.სპორტის დამსახურებული ოსტატი დღეს 91 წლის გახდა. რაფაელ ჩიმიშკიანი 1929 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა.

იგი დასახელებულია საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ძალოსნად. 2012 წელს მან სპორტის რაინდის წოდება მიიღო. ასევე ის არის ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 2003 წელს კი რაფაელ ჩიმიშკიანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

მისი ტიტულები კი ასეთია :

 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1955) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 1953), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950-1951, 1954-1957) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადების ჩემპიონი (1951).

სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949, 1951, 1954, 1955, 1960 — პირად შეჯიბრებაში, 1948-1952 — გუნდურ ჩათვლაში). ხუთგზის მეორე (1950, 1952, 1953, 1957, 1958) და მესამე (1956) პრიზიორი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

1952–1957 წლებში 10-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: სამჭიდში 5-ჯერ, ატაცში — 3-ჯერ, აკვრაში — 2-ჯერ.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“, გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი - „რაფაელ ჩიმიშკიანი“.

Crystalsport.ge ლეგენდარულ ძალოსანს  ულოცავს დაბადების დღეს და ბატონ რაფაელ ჩიმიშკიანს დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები