''ექიმის პროფესიას სამშობლოსთვის ვუბრუნდები'' - ''სპორტინგის'' პრეზიდენტის ემოციური განცხადება და ღირსეული ნაბიჯი
Aa
Aa

''ექიმის პროფესიას სამშობლოსთვის ვუბრუნდები'' - ''სპორტინგის'' პრეზიდენტის ემოციური განცხადება და ღირსეული ნაბიჯი

ლისაბონის ''სპორტინგის'' პრეზიდენტი ფედერიკო ვარანდაში ექიმის პროფესიას უბრუნდება. მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე მისი მიზანი ნათელია, ლისაბონური კლუბის პრეზიდენტს სურს საექიმო პროფესიაში მიღებული ცოდნა კორონავირუსთან ბრძოლაში გამოიყენოს.

ვარანდაში, რომელიც 2018 წლიდან ''სპორტინგის'' პრეზიდენტია, 2008 წელს, როგორც სამხედრო ექიმი ავღანეთში მსახურობდა. მან სამედიცინო განათლება სამხედრო აკადემიაში მიიღო და პროფესიაში დაბრუნებით ბევრი ადამიანის სიყვარული და კეთილგანწყობა დაიმსახურა.

40 წლის პრეზიდენტმა განცხადება Instagram-ის საშუალებით გამოაქვეყნა.

''ჩემი მშობლების თაობისთვის, ბაბუებისთვის და ბებიებისთვის და ასევე იმ თაობისთვის, რომლის აღზრდა კიდევ ერთ ეკონომიკურ კრიზისში არ უნდა ხდებოდეს. ყველანი უნდა ვცდილობდეთ ვითარებიდან გამოსვლაში წვლილი შევიტანოთ, ზოგი პურს გამოაცხობს და ზოგი სნეულს უმკურნალებს, ჟურნალისტები საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან. მხოლოდ ყველა ადამიანის მცდელობას შეუძლია ეკონომიკის გადარჩენა.

ექიმის პროფესიით წარსულშიც მიმუშავია, პროფესიას ვუბრუნდები ჩემი სამშობლოსთვის იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მე ყოველთვის დავუბრუნდები ექიმის პროფესიას თუ ეს ჩემს ქვეყანას დასჭირდება. ახლაც ასე ვიქცევი და საგანგებო მდგომარეობის ბოლომდე ექიმად ვიმუშავებ.''

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით პორტუგალიაში კორონავირუსით  1,600 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 14 ადამიანი გარდაიცვალა და მხოლოდ 5 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები