როგორ ავიცილოთ ფინანსური კატასტროფა? - პრემიერ ლიგა ახალ ვარიანტს განიხილავს
Aa
Aa

როგორ ავიცილოთ ფინანსური კატასტროფა? - პრემიერ ლიგა ახალ ვარიანტს განიხილავს

ბრიტანული Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით პრემიერ ლიგა განიხილავს ახალ ვარიანტს, რომლის მიხედვით ჩემპიონატი პირველ ივნისს განახლდება, ექვს კვირაში დასრულდება და 2020-21 წლების სეზონი რვა აგვისტოს დაიწყება. აღნიშნული წყაროს ცნობით პრემიერ ლიგის მმართველები ასეთ კალენდარში ხედავენ ფინანსური კატასტროფის თავიდან აცილების გზას.

Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით 2019-20 წლების დარჩენილი მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება.

ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაციით პრემიერ ლიგა მინიმუმ 30 აპრილამდე არ განახლდება. 

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგაში უკანასკნელი შეხვედრა 10 მარტს გაიმართა, როცა ''ლესტერმა'' საკუთარ კედლებში ''ასტონ ვილა'' 4:0 დაამარცხა. ოფიციალური განცხადებიდან გამომდინარე პრემიერ ლიგის შეჩერების ხანგრძლივობა თითქმის ორი თვე გამოვა, თუმცა შესაძლოა ეს პერიოდი გაგრძელდეს თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ გამოსწორდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები