უშანსო მარცხი - ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი უკვე გარანტირებული აქვს!
Aa
Aa

უშანსო მარცხი - ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი უკვე გარანტირებული აქვს!

ლევან გორგაძემ "ჰარუ ბაშოს" მე-13 დღეს მორიგი ორთაბრძოლა გამართა და მე-13 მაეგაშირა კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა. ქართველს ბალანსი 5:7-ზე ჰქონდა და "კაჩი-კოშისთვის" დარჩენილი ყველა ბრძოლის მოგება მართებდა.

მოტივირებული გახლდათ კოტოშოგიკუც, რომელიც "ტოჩისთან" ბრძოლას 6:6-ზე ბალანსით შეხვდა. აღსანიშნავია, რომ კოტოშოგიკუ ლევანისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა და მასთან დღემდე გამართული 34-დან 24 შერკინება ჰქონდა წაგებული.

ჩვენი თანამემამულისთვის წარმატებული არც დღევანდელი ორთაბრძოლა გამოვიდა. იაპონელმა პირველივე მიძალებით დიდი უპირატესობა მოიპოვა და ის საბოლოო გამარჯვებაში იორიკირით გარდასახა.

ასე რომ, ტოჩინოშინს "ჰარუ ბაშოზე" უარყოფითი ბალანსი უკვე განაღდებული აქვს, რის გამოც დარჩენილ ორ ორთაბრძოლას პრაქტიკული მნიშვნელობა დაეკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები