უპრეცედენტო გადაწყვეტილება - როლან გაროსი შემოდგომაზე ჩატარდება
Aa
Aa

უპრეცედენტო გადაწყვეტილება - როლან გაროსი შემოდგომაზე ჩატარდება

წლის რიგით მე-2 დიდი სლემის ტურნირი, "როლან გაროსი", იგივე საფრანგეთის ღია პირველობა, დაგეგმილ დროს არ ჩატარდება და მაყურებელი მის მატჩებს შემოდგომაზე იხილავს.

ტურნირის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ წლევანდელი გათამაშება 20 სექტემბრიდან დაიწყება და 4 ოქტომბერს მამაკაცთა ფინალური მატჩით დასრულდება.

"ამ უპრეცედენტო ვითარებაში რთული, მაგრამ გაბედული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. ვგრძნობთ იმის პასუხისმგებლობას, რომ ვიფიქროთ ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე." - აცხადებს საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბერნარდ ჯუდიჩელი.

ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ტურნირის ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდა, სურვილისამებრ, თანხა დაუბრუნდება ან ბილეთებს შემოდგომისთვის გადაუცვლიან.

გეგმის მიხედვით, "როლან გაროსის" წლევანდელი გათამაშება 18 მაისიდან 7 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები