სახილ ალახვერდოვმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
მოკრივე სახილ ალახვერდოვი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.
ლონდონში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე 52 წონით კატეგორიაში მოკრივემ სერბი მეტოქე დაამარცხა და ლიცენზია გაინაღდა.
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები 7 მოკრივეთი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში იმყოფება.
მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე დღევანდელი ორთაბრძოლების შემდეგ ტურნირი შეწყდება.
ამ დროისათვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია თუ როდის გაგრძელდება ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი.
შეგახსენებთ, რომ სახილ ალახვერდოვი მე-7 სპორტსმენია (ნინო სალუქვაძე, გენო პეტრიაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, იაკობ ქაჯაია ,გიორგი მელია და სამდრო ბაზაძე), რომელმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა