UFC Fight Night უმაყურებლოდ ჩატარდება
Aa
Aa

UFC Fight Night უმაყურებლოდ ჩატარდება

UFC Fight Night: Lee Vs Oliveira, რომელიც 14 მარტს ბრაზილიაში უნდა გაიმართოს, დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. ეს ინფორმაცია UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ღონისძიებას მხოლოდ მებრძოლები, მათი ბანაკის წევრები, მსაჯები და ESPN-სა და ESPN +-ის მომსახურე პერსონალი დაესწრება. ამასთან ერთად, UFC Fight Night დაანონსებულზე 2 საათით გვიან დაიწყება.

უაითმა ლონდონში გასამართი ღონისძიების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ლონდონში ჯერჯერობით აკრძალვები არ შემოუღიათ, ამიტომ 21 მარტს, UFC Fight Night 171 გეგმის მიხედვით ჩატარდა. 28 მარტს ჩანიშნულ UFC on ESPN: Ngannou vs. Rozenstruik-ს რაც შეეხება, ეს ღონისძიება ოჰაიოს ნაცვლად, ნევადაში, ლას ვეგასში გაიმართება.

უაითის თქმით, UFC მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კორონავირუსი ხელისშემშლელ ფაქტორად არ იქცეს და ოქტაგონზე ჯანმრთელი მებრძოლები გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 18 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის გასამართი ბრძოლაა. ნიუ იორკის გუბერნატორმა კორონავირუსის პანდემიის გამო, გაურკვეველი ვადით აკრძალა ღონისძიებების ჩატარება, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. ზემოთ ხსენებული დაპირისპირება კი ნიუ იორკში იყო ჩანიშნული. ასე რომ, საინტერესოა რა მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები