Aa
Aa

„ჩვენი მოვალეობაა ერთმანეთზე ვიზრუნოთ" - ადამ სილვერის ღია წერილი

NBA-ის კომისარმა, ადამ სილვერმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ქომაგებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა.

„NBA-ის ძვირფასო გულშემატკივრებო, როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი დროებით შევაჩერეთ. ეს გადაწყვეტილება ქომაგების, კალათბურთელების, NBA-სთან დაკავშირებული ყველა ადამიანისა და ზოგადად საზოგადოების დასაცავად მივიღეთ. ჰიატუსი მინიმუმ 30 დღეს გაგრძელდება და სეზონს მაშინ განვაახლებთ, როცა უსაფრთხო გარემო გვექნება.

მანამდე კი ექსპერტებთან და მთავრობის წევრებთან ვითანამშრომლებთ, რათა თამაშების გასაგრძელებლად საჭირო უსაფრთხო პროტოკოლი შევიმუშავოთ. პარალელურად ყველა ცვლილების თაობაზე ინფორმაციას მოგაწვდით.

გადადებული მატჩების ბილეთები შეგეძლებათ გამოიყენოთ მაშინ, როცა შეხვედრები გაიმართება. თუ მატჩი არ ჩატარდა ან დახურულ კარს მიღმა გაიმართა, გუნდები ყველაფერს თავად მოაგვარებენ.

ჩვენ მოგიწოდებთ სიახლეების გასაცნობად NBA.com-ს ეწვიოთ, სადაც ასევე შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევი, რომელიც გაგაცნობთ თუ როგორ შეინარჩუნოთ თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოება.

ეს რთული ვითარება გვახსენებს, რომ დიდი საზოგადოების ნაწილი ვართ და ჩვენი მოვალეობაა ერთმანეთზე ვიზრუნოთ. NBA სწორედ ამას გააკეთებს და თქვენი, როგორც გულშემატკივრების მადლობელი ვართ, რადგან ჩვენი გესმით და საუკეთესოები ხართ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები