Aa
Aa

„დაუდევრობა გამოვიჩინე და თავს ვერაფრით გავიმართლებ" - გობერის ემოციური პოსტი

„იუტა ჯაზის“ კალათბურთელმა, რუდი გობერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაუდევრობის გამო ბოდიში მოიხადა. ფრანგმა ცენტრმა საზოგადოებას „ინსტაგრამის“ მეშვეობით მიმართა და განაცხადა.

„მინდა ყველას, ვინც ბოლო 24 საათის განმავლობაში მხარდაჭერა გამომიცხადა და ჩემ გამო ღელავდა მადლობა გადავუხადო. დიაგნოზის გაგების შემდეგ, სხვადასხვა ემოცია დამეუფლა. უმეტესწილად შიშს, შფოთსა და უხერხულობას ვგრძნობდი.

პირველ რიგში მინდა საჯაროდ მოვუბოდიშო ადამიანებს, რომელთა ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დავაყენე. იმ მომენტში წარმოდგენა არ მქონდა, დაინფიცირებული რომ ვიყავი. დაუდევრობა გამოვიჩინე და თავს ვერაფრით გავიმართლებ. იმედი მაქვს ჩემი ამბავი თქვენთვის გაფრთხილება იქნება და ყველაფერს სერიოზულად მიუდგებით. პირადად მე ძალებს არ დავზოგავ, რომ ჩემი გამოცდილებით სხვებს საჭირო ცოდნის მიღებაში დავეხმარო და კორონავირუსის გავრცელებას მაქსიმალურად შევუშალო ხელი.

კარგად მკურნალობენ და აუცილებლად გამოვჯანმრთელდები. მადლობა თანადგომისთვის. ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმუმი გააკეთოს. სიყვარულით, რუდი გობერი“.

შეგახსენებთ, რომ გობერის შემდეგ, კორონავირუსი „იუტა ჯაზის“ კიდევ ერთ კალათბურთელს, დონოვან მიჩელს დაუდასტურდა. ამ უკანასკნელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები