საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა გადაიდო
Aa
Aa

საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა გადაიდო

ევროპაში კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელების გამო, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე.

შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, 14 მარტს აღარ გაიმართება.

მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და მას დადგენისთანავე გაცნობებთ

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები