Aa Aa
12 მარტი 2020  |  23:23

კორონავირუსი - მინიმუმ 30 დღე NBA-ს გარეშე

imgbanner

Sports Illustrated Toronto Star-ის ჟურნალისტზე, ბრიუს არტურზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი მინიმუმ 30 დღით შეჩერდება.

არტურის მიხედვით, NBA-მ გუნდებს შეატყობინა, რომ პარკეტზე მინიმუმ 30 დღის განმავლობაში ვერ გავლენ და მათთან საუბრისას დასძინა, რომ სეზონის განახლება შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში სეზონის შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „იუტა ჯაზის“ ცენტრს, რუდი გობერს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს კი, მდგომარეობა გართულდა და კორონავირუსი „ჯაზმენების" კიდევ ერთ კალათბურთელს, დონოვან მიჩელს დაუდგინდა.

აქვე გეტყვით, რომ NBA-ს გარდა, სეზონი MLB-ში, NHL-ში და MLS-შიც შეაჩერეს. არის ალბათობა, რომ კოლეჯების კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, მარტის სიგიჟეც გადაიდოს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ NCAA-მ კონფერენციების ეგიდით გასამართი ტურნირები უკვე გააუქმა.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები