Aa Aa
12 მარტი 2020  |  19:57

დონოვან მიჩელს კორონავირუსი აქვს!

imgbanner

ESPN-ის ინფორმაციით, „იუტა ჯაზის" სუპერვარსკვლავს, დონოვან მიჩელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მოგეხსენებათ, დილით ცნობილი გახდა, რომ რუდი გობერი კორონავირუსით გახლდათ დაინფიცირებული, რის შემდეგაც, „ჯაზმენების" 58 წარმომადგენელს ტესტები ჩაუტარეს და დადებითი პასუხი მხოლოდ დონოვან მიჩელს მოუვიდა.

ESPN იტყობინება, რომ პირად საუბრებში „იუტას" კალათბურთელებმა აღნიშნეს, რომ გობერი გასახდელში დაუდევრად იქცეოდა და კონტაქტი თანაგუნდელებთან და მათ ნივთებთან ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გობერი ვირუსის მატარებელი გახლდათ, NBA-მ მიმდინარე რეგულარულის შეჩერება გადაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია რას აპირებს, თუმცა ESPN აცხადებს, რომ კალათბურთელებს, რომლებმაც ბოლო 10 დღის განმავლობაში „ჯაზის“ წინააღმდეგ ითამაშეს, შეატყობინეს, რომ საკარანტინო პერიოდი უნდა გაიარონ. საუბარი „კლივლენდის“, „ნიუ იორკის“, „ბოსტონის“, „დეტროიტისა“ და „ტორონტოს“ მოთამაშეებზეა.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები