კარანტინი მადეირაზე - რონალდუ ოჯახთან ერთად კუნძულზე განმარტოვდა
Aa
Aa

კარანტინი მადეირაზე - რონალდუ ოჯახთან ერთად კუნძულზე განმარტოვდა

მას შემდეგ, რაც დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა, "იუვენტუსმა" ყოველგვარი საფეხბურთო აქტივობა შეწყვიტა და თითოეული წევრის შემოწმებას შეუდგა.

დედის ავადმყოფობის გამო პორტუგალიაში მყოფი კრიშტიანუ რონალდუ კი "ვეკია სინიორას" შეუთანხმდა და იტალიაში უახლოეს პერიოდში არ დაბრუნდება.

"კრიშტიანუ რონალდუ მადეირაზეა და ჩვენს გუნდში დაგეგმილ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაგეგმილ შემოწმებათა შედეგებს დაელოდება." - განაცხადეს "იუვეს" წარმომადგენლებმა გუშინ.

35 წლის სუპერვარსკვლავი კარანტინშია და ოჯახის წევრებთან ერთად მშობლიურ კუნძულ მადეირაზეა განმარტოებული.

იგი მადეირაზე პირველად 4 მარტს ჩავიდა, რამდენიმე დღეში იტალიაში "ინტერთან" მატჩისთვის დაბრუნდა, რის შემდეგაც 9 მარტს მშობლიურ კუნძულზე კიდევ ერთხელ ჩაფრინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები