Aa
Aa

"ჰარუ ბაშო" - ტოჩინოშინის მე-3 მარცხი

„ჰარუ ბაშოს“ მე-4 დღეს, ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე მე-9 მაეგაშირა ტაკანოშოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

სუმოტორებმა ძლიერი ტაჩიაი შემოგვთავაზეს. ტოჩიმ ცალი ხელით მავაში აიღო, მაგრამ მეტოქემ უპირატესობა მაინც მოიპოვა და ქართველი გოლიათი დოჰიოდან გადაიყვანა.

ტოჩინოშინს ტაკანოშოსთან აქამდე მხოლოდ 1 ბრძოლა ჰქონდა გამართული და მასთან ოშიდაშის ილეთით წააგო.

ხვალ ლევანი მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოშის შეერკინება, რომლის წინააღმდეგაც გორგაძე დოჰიოზე პირველად გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები