Aa
Aa

მბაპეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა

პსჟ-ს ფორვარდ კილიან მბაპეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხი ხვალ, ოთხშაბათს იქნება. ინფორმაციას ფრანგული L'Équipe ავრცელებს.

ფრანგული მედიის ცნობით წინასწარი ნიშნებით პასუხი უარყოფითი იქნება.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევს პსჟ-ს ბოლო ორ ვარჯიშში ცუდად ყოფნის გამო მონაწილეობა არ მიუღია. მსოფლიოს ჩემპიონს ყელი ტკივა, რაც სხეულის სისუსტეს განაპირობებს.

აღნიშნული ცნობა მიგვანიშნებს, რომ მბაპე დიდი ალბათობით გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩს ''პარკ დე პრენსზე,'' სადაც პსჟ-ს მეტოქე გერმანული ''დორტმუნდი'' იქნება. პირველი მატჩი გერმანული კლუბის გამარჯვებით დასრულდა, ერვინგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა (2:1).

შეგახსენებთ, განიხილება ჩემპიონთა ლიგის შეჩერების, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის გადადების ვარიანტები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები