კორონავირუსი - თბილისის გრან პრი გაუქმდა
Aa
Aa

კორონავირუსი - თბილისის გრან პრი გაუქმდა

მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სწრაფი ტემპებისa და სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაციის კრიტიკული გაუარესების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მიიღო გადაწყვეტილება მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ტურნირის გაუქმების შესახებ.

IJF-ის ოფიციალური გადაწყვეტილების თანახმად, ასევე აღარ გაიმართება 27-29 მარტს დაგეგმილი, ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირი - თბილისის გრან პრი ძიუდოში, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 90 ქვეყნის, 700-მდე სპორტსმენს უნდა მიეღო.

მთელი საქართველო თბილისში ლეგენდარული ტედი რინერის ხილვას ელოდა. მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ტურნირი გაუქმდა. აღსანიშნავია , რომ საფრანეგთის განაცხადში რინერი ეხლაც წერია.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ითვალისწინებს როგორც სპორტსმენთა, ასევე ტურნირების ორგანიზატორთა უსაფრთხოებას და კორონავირუსის პრევენციისთვის მაქსიმალურ ზომებს მიმართავს.

მაისის თვიდან გასამართი ტურნირების და ასევე სპორტსმენთა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ციკლში ჩართულობის სამართლიანი პრინციპების დაცვის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები