ჯენინგის გადამწყვეტი სამიანი და შენგელიას დიდებული თამაში 3 წამით ადრე!
Aa
Aa

ჯენინგის გადამწყვეტი სამიანი და შენგელიას დიდებული თამაში 3 წამით ადრე!

ევროლიგის 28-ე ტურში ''ბასკონიამ'' საკუთარ კედლებში ''ალბა'' 73:72 დაამარცხა. შეხვედრა ზედრამატული გამოდგა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელები მოედანზე მთავარი მოქმედი პირები იყვნენ.

ვიტორიელთა შორის კვლავ საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია. მან პარკეტზე 34 წუთი და 26 წამი გაატარა, მის ანგარიშზე 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 გადაცემა იყო. შენგელია ამჯერადაც მატჩის MVP გახდა.

"ბასკონიას'' გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი ჩვენი ნაკრების ლეგიონერმა მეტ ჯენინგმაც შეიტანა, რომელმაც მატჩის მიწურულს გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

შეხვედრის ბოლოს კი შენგელიას დაფარება საღამოს კულმინაცია იყო!

3 წამით ადრე თოკო თავის ხასიათს ავლენს და მორიგ დასამახსოვრებელ მომენტს გვჩუქნის

მიმდინარე სეზონში ''ბასკონიამ'' ევროლიგაში მე-12 მატჩი მოიგო და მე-13 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია 27-ე ტურში მიუნხენის ''ბაიერნთან'' მატჩშიც MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები