Aa
Aa

კეინი იმედიანადაა: "ევრო 2020-ზე ვითამაშებ"

ინგლისის ნაკრების ფორვარდი, ჰარი კეინი დარწმუნებულია, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. 26 წლის ფეხბურთელი ამ თემაზე მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა.

„ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ნამდვილად შევძლებ. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩემი ამ ტურნირზე წასვლა პრობლემა არ უნდა გახდეს.

მართალია, ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვარჯიში არ განმიახლებია, მაგრამ დარბაზში ბევრს ვშრომობ და ჩემი კონდიციები ყოველდღიურად ძლიერდება.

კიდევ რამდენიმე კვირა და თამაშსაც დავუბრუნდები. არ მსურს, დამატებითი პროგნოზები გავაკეთო, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მოედანზე გასვლას დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში შევძლებ“.

„ტოტენჰემის“ კაპიტანმა ტრავმა 1-ელ იანვარს, „საუთჰემპტონთან“ მატჩისას მიიღო, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო პროცესის გავლა უწევს. „ევრო 2020“ 12 ივნისს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები