მოციგურავე ნიკა ეგაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
Aa
Aa

მოციგურავე ნიკა ეგაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

ტურნირის პირველ დღეს 34 მონაწილე მოციგურავეს შორის მე- 2 სასტარტო ნომრად  ქართველმა სპორტსმენმა ნიკა ეგაძემ იასპარეზა , რომლისთვისაც ორწლიანი პაუზის შემდეგ ტალინის ჩემპიონატი პირველი სერიოზული სტარტი იყო .

ქართველმა სპორტსმენმა ფაქტობრივად უშეცდომოდ შეასრულა ყველა ტექნიკური ელემენტი, მათ შორის ელემენტების ნახტომითი ნაწილი ორმაგი აქსელის, სამმაგი რიტბერგერისა და სამმაგი ლუცის სამმაგ ტულუპთან კომბინაცია და ქულათა 58.22 ჯამით თავისუფალ პროგრამაში კვალიფიცირებულ 24 მონაწილეს შორის გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ნიკა ეგაძე ფინალურ ბლოკში 6 მარტს იასპარეზეს.

დღეს კი მედლებს ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა შეუტევენ , რომლებმაც  მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ მე-7 ადგილი დაიკავეს.

ტურნირი 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და მომდევნო დღეებში საქართველოს სახელით გოგონებში ალინა ურუშაძე, ხოლო სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილი გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები