Aa
Aa

ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვანი - რაფას რეკორდები აკაპულკოში

აკაპულკოში წარმატებით იასპარეზა რაფა ნადალმა, რომელმაც ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, უშუალოდ ფინალში კი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს 6:3; 6:2 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს რაფა აკაპულკოს ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, გუშინდელი წარმატებით კი იგი ამ გათამაშების ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია.

ლეგენდარულმა ესპანელმა უშუალოდ აკაპულკოში მე-3 ჩემპიონობა იზეიმა, კარიერაში კი რიგით 85-ე ტიტული მოიპოვა.

ნადალმა 500 სარეიტინგო ქულა და 372 785 ამერიკული დოლარი დაისაკუთრა და ATP-ს რეიტინგის მე-2 პოზიციას ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები