14 მედალი ევროპის თასზე: ქართველ კადეტთა ბრწყინვალე გამოსვლა
Aa
Aa

14 მედალი ევროპის თასზე: ქართველ კადეტთა ბრწყინვალე გამოსვლა

ძიუდოში საქართველოს კადეტთა ნაკრებმა თურქეთში გამართულ ევროპის თასზე 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მხოლოდ თურქეთის გუნდს ჩამორჩა.

ტურნირის მეორე დღეს 90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში მიხეილ ჯაფარიძემ არჩილ მამულაშვილი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ოქროს მედალი 63 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილმა მოუპოვა, რომელმაც ტურნირზე ოთხივე მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა.

 81 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი მამალაძეს რუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. +90 კგ. წონით კატეგორიაში უჩა ტაბატაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები