Aa
Aa

"შესაძლოა, ჩემი მომდევნო მეტოქე ხაბიბის ძმა იყოს" - მერაბ დვალიშვილი სამშობლოში ჩამოვიდა

შერეული ორთაბრძოლების (UFC) მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სამშობლოში ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სპორტსმენს გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის CrystalSport-ის ჯგუფი, დახვდნენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას დვალიშვილმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, რომ ის ხაბიბის ძმა, უმარ ნურმაგომედოვი იყოს. მერაბის თქმით, იგი უმარს "ტვიტერის" მეშვეობით დაეკონტაქტა და ბრძოლა შესთავაზა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ შემდეგი შეხვედრა უკვე ჩანიშნულია, სამომავლოდ კი ქართველის წინადადებას სიამოვნებით განიხილავს.

დვალიშვილმა მედიასთან კომენტარი რეიტინგის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ  მისიTOP 15-ში არშეყვანა UFC-ის გადაწყვეტილებით მოხდა, რასაც სხვა ბრძოლასთან დაკავშირებული კომერციული მიზეზები აქვს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში „ქართველმა მანქანამ“ ამერიკელი მეტოქე ქეისი კენი 3 რაუნდში სრულიად დამსახურებულად დაამარცხა და ბოლო სამი ბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მერაბ დვალიშვილს ამერიკელ მეტოქესთან ჯახისას ჯამში 12 გდება დაუგროვდა და სუპერმსუბუქ დივიზიონში ახალი რეკორდიც დაამყარა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები