„ტონის ვერავინ შეედრება
Aa
Aa

„ტონის ვერავინ შეედრება" - ხაბიბმა ფერგიუსონისა და კონორის შესახებ ისაუბრა

UFC-ს საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ტონი ფერგიუსონისა და კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა. დაღესტნელმა ინტერვიუ TMZ-ს მისცა და განაცხადა: „ბოლო წლებში ისეთი ბიჭების წინააღმდეგ ვიჩხუბე, როგორებიც ბარბოსა, დოს ანიოსი, კონორი, პორიე და იაკვინტა არიან, მაგრამ ტონი ფერგიუსონს ვერცერთი მათგანი შეედრება. სწორედ ამიტომ ძალიან მოტივირებული ვარ. ტონი რთული მეტოქეა, რის გამოც უფრო ფოკუსირებულები ვართ და უფრო მეტს ვმუშაობთ. ფერგიუსონი ჩემს კარიერაში ყველაზე ძლიერი მეტოქეა".

„ელ კუკუის" შემდეგ, „არწივმა" მაკგრეგორზე ისაუბრა.

„ხალხს სურს იმის გაგრძელება იხილოს, რაც პირველ ბრძოლაში მოხდა. მათ ნამდვილი დრამა უნდათ, არადა რომ ჰკითხოთ 99 პროცენტი გეტყვით, რომ მეორე ორთაბრძოლაში ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც პირველში. ხალხს ქაოსი და დრამა სურს და მატჩრევანში მხოლოდ ამიტომ უნდათ.

მეორე ბრძოლა დიდ ფულს მოგვიტანდა, მაგრამ კონორი სერიოზული სატიტულო ბრძოლისთვის შესაფერისი კანდიდატი არაა.

მაკგრეგორს ბევრი ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს დამარცხებული. ბოლოს კი სძლია მეტოქეს, რომელმაც ბოლო 10 ბრძოლიდან 7 წააგო. მიუხედავად ამისა, ყველა კონორის დაბრუნებაზე ალაპარაკდა. თუ მას ეს მართლა უნდა, მრისხანე მოწინააღმდეგეს უნდა აჯობოს. მაგალითად ისეთს, როგორიც ჯასტინ გეტჟია. თუმცა საქმე ისაა, რომ მაკგრეგორი რთულ ბრძოლებს გაურბის".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები