''ტორპედოს'' დატოვების შემდეგ რიჩარდ ლუკა კანადაში წავიდა
Aa
Aa

''ტორპედოს'' დატოვების შემდეგ რიჩარდ ლუკა კანადაში წავიდა

ბრაზიულიური ''სანტოსის'' ყოფილი ფეხბურთელი რიჩარდ ლუკა კარიერას კანადის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. 22 წლის სამხრეთამერიკელი შემტევი კლუბ ''კავალრიში'' ჩაირიცხა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ლუკა ბრაზილიურ ''გოიასსა'' და ''სანტოსში'' ირიცხებოდა. გასულ წელს მექსიკურმა ''ტიგრემ'' ''ტორპედოში'' გაანათხოვრა.

2019 წლის სეზონში რიჩარდ ლუკამ იჯარით ''ტორპედოში'' ითამაშა. შემტევმა, რომლის სიმაღლე 160 სანტიმეტრია, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 13 მატჩში 3 გოლი შეაგდო. მას შემდეგ რაც იმერულ კლუბში ფინანსური პრობლემები შეიქმნა, ფეხბურთელმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

რიჩარდ ლუკას ბრაზილიის 15-წლამდე ნაკრებში უთამაშია. 2013 წელს ბრაზილიის 15-წლამდე ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები