ESPN - მამუკელაშვილზე: „ტრავმის მოშუშების შემდეგ ალბათ საუკეთესო სერია ჰქონდა
Aa
Aa

ESPN - მამუკელაშვილზე: „ტრავმის მოშუშების შემდეგ ალბათ საუკეთესო სერია ჰქონდა"

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, ESPN-მა NCAA-ს საკალათბურთო გუნდების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც „სეტონ ჰოლმა“ მერვე ადგილი დაისაკუთრა.

ESPN-ი სანდრო მამუკელაშვილის გუნდის შესახებ მოკლედ წერს და ქართველ კალათბურთელზეც ამახვილებს ყურადღებას.

„მეკობრეებმა ორმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, საკუთარ კედლებში, დაძაბულ ბრძოლაში „ბატლერი“ დააამარცხეს, ხოლო „სენტ ჯონსთან“ მარტივად იმარჯვეს. სანდრო მამუკელაშვილს ტრავმის მოშუშების შემდეგ, ალბათ საუკეთესო ორმატჩიანი სერია ჰქონდა. „ბატლერთან" შეხვედრაში მან 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა და სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო. შემდეგ კი „რედ სთორმის“ წინააღმდეგ 16 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

სეზონის სტარტზე „სეტონ ჰოლის“ შეტევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იყო. „მეკობრეები“ მხოლოდ მამუკელაშვილზე და პაუელზე იყვნენ დამოკიდებულები, თუმცა ბოლო შეხვედრებში კევინ უილარდის გუნდი უფრო და უფრო დაბალანსებული ხდება. „სენტ ჯონსთან“ მატჩში „სეტონ ჰოლის“ რიგებში  მინიმუმ 10 ქულა 5-მა კალათბურთელმა ჩააგდო. „ბატლერთან“ შეხვედრაში კი - 4-მა".

შეგახსენებთ, რომ „სეტონ ჰოლი" Big East-ის კონფერენციის პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 29 თებერვალს, „მარკეტის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები