Aa
Aa

"ასტორისნაირი აღსასრული სამარცხვინო ნაბი***ვარს" - მილანის ტიფოზები კუტრონეს თავს ესხმიან

„ფიორენტინას“ ფორვარდი, პატრიკ კუტრონე „მილანის“ გულშემატკივართა თავდასხმის ობიექტი გახდა. „როსონერის“ ტიფოზები მას ისეთივე აღსასრულს უსურვებდნენ, როგორიც დავიდე ასტორის ჰქონდა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც კუტრონემ თავის აღმზრდელ კლუბ „მილანთან“ პენალტი გამოიმუშავა და ეს წარმატება ემოციურად აღნიშნა. ბურთზე მან ალესიო რომანიოლის დაასწრო, მსაჯის სასტვენის შემდეგ კი ტრიბუნებს მიმართავდა და პენალტის გამომუშავებას ემოციური ჟესტებით აღნიშნავდა.

თერთმეტი მეტრიდან ზუსტად ერიკ პულგარმა დაარტყა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიში - 1:1 დაფიქსირდა. 

ახალგაზრდა შემტევმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ პენალტის შესრულება თავად სურდა, თუმცა გოლს „მილანის“ წინააღმდეგ, არასდროს იზეიმებს. ამის მიუხედავად, იგი „შავ-წითელთა“ ფანების გულისწყრომის მსხვერპლი მაინც გახდა. სოციალურ ქსელებში უამრავი სალანძღავი ფრაზა გავრცელდა. მათ შორის იყო ასეთიც: „ასტორი ცუდი გზით გარდაიცვალა, შენც იგივენაირი აღსასრული უნდა გქონდეს, სამარცხვინო ნაბი***ვარო“. ასევე შევხვდებოდით ერთ-ერთი ადამიანის კომენტარს, რომელიც კუტრონესა და მის ოჯახს კორონავირუსით დაავადებას უსურვებდა.

ასტორისთან მიმართებით გაკეთებულ კომენტარს მოკლედ თავად კუტრონეც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ზოგი ადამიანის სიმდაბლეს საზღვარი არ აქვს. საკითხზე დამატებითი შეფასებები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები