კანტე კვლავ ტრავმირებულია: ფრანგი სავარჯიშო პროცესს სამ კვირაში განაახლებს
Aa
Aa

კანტე კვლავ ტრავმირებულია: ფრანგი სავარჯიშო პროცესს სამ კვირაში განაახლებს

ლონდონის ''ჩელსის'' მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის განცხადებით ნგოლო კანტე ''არისტოკრატებს'' კუნთის ტრავმის გამო სამი კვირა ვერ დაეხმარება. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით კრისტიან პულიშიჩი თამაშისთვის მზად არაა, ხოლო ტამი აბრაჰამმა სავარჯიშო პროცესი განაახლა და ''ტოტენჰემთან'' სამატჩო განაცხადში ვიხილავთ.

კანტემ მიკროტრავმა მიმდინარე სეზონში მეშვიდედ მიიღო, რის გამოც სასურველ ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს. მან მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, მოედანზე 1385 წუთი გაატარა და 3 გოლი შეაგდო.

ლამპარდის განცხადებით ''ტოტენჰემთან'' მატჩს დანიელი ანდრეას კრისტენსენიც გამოტოვებს.

მე-18 ტურში ჟოზე მოურინიოსა და ფრენკ ლამპარდის პირველი სამწვრთნელო დუელი ვილიანის დუბლით ინგლისელის  გამარჯვებით დასრულდა. 22 თებერვალს, პრემიერ ლიგის 27-ე ტურში ''ჩელსი'' ''სტემფორდ ბრიჯზე'' ''ტოტენჰემს'' უმასპინძლებს. პორტუგალიელი სპეციალისტი რევანშის აღებას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები