Aa
Aa

ტოტენჰემი VS ლაიფციგი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში „ლაიფციგმა“ „ტოტენჰემი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. გერმანელთაგან გამარჯვების გოლი პენალტიდან ტიმო ვერნერმა შეაგდო.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას თამაში გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა შეაფასეს.

ჟოზე მოურინიო: “ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს, რაც შეეძლოთ. ამ შესანიშნავი ბიჭებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ცდა არ დააკლო, თუმცა ყველაფერი ჰგავდა ბრძოლას, რომელშიც ტყვია არ აქვთ. ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ და ჩემი ბიჭებით ვამაყობ, თუმცა რაც მაშინებს ისაა, რომ სეზონის ბოლომდე ამ ვითარებაში ყოფნა მოგვიწევს.

ლამელა უვარჯიშებელი იყო, თუმცა ბოლო 20 წუთის თამაში მაინც მოუწია, ლუკასი და ბერგვინი კი ძალიან დაღლილები იყვნენ, რომელთაც ასევე ყველაფერი გაიღეს.

თუკი გოლს მათზე ადრე გავიტანდით, სხვანაირი თამაში იქნებოდა და, ზოგადად, დღეს დავინახე რაღაცები, რაც განმეორებითი მატჩის წინ მაიმედებს. ბრძოლა ჯერ წინაა, ჩვენ მხოლოდ 0:1-ს ვაგებთ და გერმანიაში გამარჯვება რატომ არ უნდა ვცადოთ?“

ჯულიან ნაგელსმანი: „ეს შესანიშნავი სტადიონია და თამაშის პირველი 10 წუთი ძალიან ხმაურიანი იყო. დასასრულს ამ მატჩში მონაწილეობა უკვე სასიამოვნო იყო და გამარჯვებით მოხარული ვარ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მეტოქეს შევუტიოთ და ბურთი მათ ნახევარზე დავიჭიროთ. პირობას ვდებ, რომ ჩემი გუნდი მეორე შეხვედრაშიც ასევე ითამაშებს.“

„ლაიფციგმა“ ევროტურნირების საპლეიოფო სტადიაზე გასვლაზე ჩატარებულ მე-6 მატჩში პირველ გამარჯვებას მიაღწია. ნაგელსმანი კი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა. იგი გუშინდელი თამაშისას 32 წლისა და 211 დღის იყო.

გუნდები საპასუხო შეხვედრას 10 მარტს, გერმანიაში, „რედ ბულ არენაზე“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები