SPORT:
Aa
Aa

SPORT: "ბარსელონამ" ბრეიტვეიტი შეიძინა

ესპანური Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ ლა ლიგას უკვე აცნობა, რომ ისინი „ლეგანესს“ მარტინ ბრეიტვეიტის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა და ტრანსფერს რამდენიმე საათში ოფიციალურად გამოაცხადებს.

მას შემდეგ, რაც ლა ლიგისგან ფორვარდის დამატების უფლება მიიღეს, „ბარსამ“ არჩევანი მალევე გააკეთა, რადგან 28 წლის დანიელი ფორვარდი ანხელის, ვილიან ჟოზესა და ლუკას პერესისგან განსხვავებით მრავალფეროვანია და ერთდროულად თამაში ცენტრფორვარდად, ასევე მარცხენა გარემარბადაც შეუძლია.

ბრეიტვეიტი „ბლაუგრანასთან“ 3.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მიმდინარე სეზონში მას ლა ლიგის დარჩენილ 14 ტურში მონაწილეობის მიღება შეეძლება, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდი მას ვერ გამოიყენებს.

გასული სეზონიდან მოყოლებული ბრეიტვეიტმა ლა ლიგის 43 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასულ წელს ბრეიტვეიტმა დანიის ეროვნული ნაკრების მაისურით საქართველოს წინააღმდეგ ევრო 2020-ის ორივე შეხვედრაში ითამაშა. დანიაში ''პარკენზე'' მასპინძლებმა 5:1 გაიმარჯვეს, ხუთიდან 1 გოლი ბრეიტვეიტის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები