Aa
Aa

ლიგის ისტორიაში პირველად! - ჰალანდის ახალი რეკორდი

ერლინგ ბრაუტ ჰალანდი ნამდვილ გოლების მანქანად ყალიბდება და პსჟ-სთან გუშინდელ მატჩში შესრულებული დუბლით, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

19 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ამ ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში გოლი ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით გაიტანა.

თინეიჯერმა სკანდინავიელმა პარიზელთა კარი მეორე ტაიმში აიღო, რითაც მიმდინარე გათამაშებაში 10 შედეგიანი დარტყმა მოუგროვდა. მან ჯგუფურ ეტაპზე „ზალცბურგის“ რიგებში 8 გოლი შეაგდო.

ჰალანდს 10 გოლის გასატანად ჯამში მოედანზე გატარებული 464 წუთი დასჭირდა, რაც ასევე შესანიშნავი მაჩვენებელია. ახალგაზრდა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სულ ნათამაშებ 29 შეხვედრაში 39 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები