Aa
Aa

რობერტსონი: „ატლეტიკომ მოგება ისე აღნიშნა, თითქოს უკვე შემდეგ ეტაპზე არიან"

„ლივერპულის“ უკანახაზელმა, ენდი რობერტსონმა „ატლეტიკოსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, საინტერესო კომენტარი გააკეთა. შოტლანდიელმა მცველმა „როხიბლანკოსთან“ შეხვედრა BT Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა.

„ატლეტიკომ მოგება ისე აღნიშნა, თითქოს უკვე შემდეგ ეტაპზე არიან. ჯერ არაფერი დასრულებულა და ვნახოთ განმეორებით მატჩში რა მოხდება. მათ ენფილდზე მოუწევთ ჩამოსვლა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს შექმნიან.

ატლეტიკოს მოთამაშეებს შეუძლიათ კვლავ სიმულაციებს მიმართონ და ამით ჩვენზე ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა სცადონ, მაგრამ ჩემი აზრით, პირველ შეხვედრაში მშვენივრად გავუმკლავდით იმას, რომ ისინი მსუბუქი კონტაქტის შემდეგაც მინდორზე ეცემოდნენ.

დღეს კარგად ვითამაშეთ, თუმცა ვიცით, რომ უკეთ ასპარეზობა შეგვიძლია და საბედნიეროდ ვითარების გამოსასწორებლად მეორე თამაში წინ გვაქვს“.

როგორც მოგეხსენებათ დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საულის გოლის წყალობით, 1-0 დაამარცხა. „ლივერპული“ ჩამორჩენის აღმოფხვრას 11 მარტს, „ენფილდზე“ გასამართ შეხვედრაში შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები