Aa
Aa

"ვადასტურებ" - კასილიასმა საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრირა

იკერ კასილიასმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ლეგენდარულმა მეკარემ ამის შესახებ „ტვიტერის“ მეშვეობით გამოაცხადა.

„დიახ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში პრეზიდენტობაზე კენჭს ვიყრი. ესპანური ფეხბურთი მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე უმაღლეს მწვერვალზე უნდა იყოს და ამაზე ჩვენ ერთად ვიზრუნებთ“.

ვეტერანი მეკარე გასულ კვირას რამდენიმე ყოფილ თანაგუნდელს შეხვდა და საარჩევნო კამპანიაში დახმარება სთხოვა. მას გულშემატკივართა დიდი ნაწილიც უჭერს მხარს, რაზეც Marca-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვაც მოწმობს. იკერის კანდიდატად წარდგენას ფანების 94%-მა დაუჭირა მხარი.

საპრეზიდენტო არჩევნებში 38 წლის ვარსკვლავის ერთადერთი კონკურენტი ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები