Aa
Aa

მე-10 ტიტული! - მონფილსმა როტერდამში ტიტული დაიცვა

როტერდამში გამართული მამაკაცთა 500-იანი საჩოგბურთო ტურნირი გაელ მონფილსის ტრიუმფით დასრულდა. ვეტერანმა ფრანგმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა და გათამაშება სეტის წაუგებლად მოიგო.

მან ფინალურ შეხვედრაში თინეიჯერ კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს საკმაოდ იოლად - 6:2; 6:4-ით აჯობა.  მონფილსმა როტერდამში გასულ წელს მოპოვებული ტიტული დაიცვა, პროფესიონალურ კარიერაში კი მე-10 საჩემპიონო თასი დაისაკუთრა.

რობინ სოდერლინგის 2011 წლის მიღწევის შემდეგ, მონფილსი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც როტერდამში ტიტულიც შენარჩუნება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ 33 წლის ფრანგმა წინა კვირას მონპელიეს ტურნირი მოიგო, ასე რომ ბოლო 9 მატჩი ზედიზედ აქვს მოგებული, მათგან უკანასკნელი 8 საერთოდ სეტწაუგებლად დაასრულა.

აქვე დავამატოთ, რომ რიოში გამართული 250-იანი ტურნირის ჩემპიონი, ნორვეგიელი - კასპერ რუუდი გახდა, ხოლო ნიუ იორკში ტიტული, ბრიტანელმა - კაილ ედმუნდმა მოიპოვა. რუუდისთვის კარიერაში პირველი ტიტულია, ედმუნდისთვის - მეორე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები