დასჯა გრძელდება -
Aa
Aa

დასჯა გრძელდება - "სიტის" შესაძლოა პრემიერლიგაში ქულები ჩამოართვან

14 თებერვალს, UEFA-მ „მანჩესტერ სიტი“ ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევის გამო დასაჯა და ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა, პლუს ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. როგორც ჩანს, „ქალაქელთათვის“ ეს ბოლო სასჯელი არ არის, რომელიც მათ ელით.

The Independent-ის ცნობით, პრემიერლიგამ შესაძლოა „სიტის“ ქულები ჩამოაკლოს. ამის მიზეზი კლუბის მხრიდან ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევა გახლავთ, რომელიც ქვეყნის შიგნითაც ვრცელდება.

კონკრეტულად ყველაფერი ასეა: კლუბმა პრემიერლიგის ლიცენზიის მისაღებად ინგლისური ფეხბურთის მმართველ ორგანოს ზუსტი მონაცემები უნდა წარუდგინოს, რომელიც UEFA-ში გაგზავნილ მონაცემებს ემთხვევა. თუ, 2012-2016 წლებში ხელოვნურად გაზრდილი სასპონსორო შემოსავლების შესახებ არსებული ინფორმაცია დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში „სიტის“ გარკვეული რაოდენობის ქულები ჩამოერთმევა.

შეგახსენებთ, რომ UEFA-მ „სიტი“ თავიანთი არენის „ეტიჰად სთეიდიუმის“ სასპონსორო კონტრაქტთან დაკავშირებით არსებული მაქინაციების გამო დააჯარიმა.

P.S. „სიტი“ ყველაფრის გასაჩივრებას გეგმავს და ჯერ დასრულებული არაფერია. „ქალაქელებმა“ საჩივარი UEFA-ს წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინაც შეიტანეს, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები