Aa Aa
11 თებერვალი 2020  |  11:42

დიდი აღიარება! - შენგელია ესპანეთის ლიგის წლის გიგანტად დაასახელეს!

თორნიკე შენგელიას მორიგი დიდი აღიარება! „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, "ლიგა ენდესას" წლის გიგანტად დაასახელეს.

ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გუშინ 32-ედ გაიმართა და "ლიგა ენდესას" საუკეთესო მოთამაშის ტიტული ქართველ მძიმე ფორვარდს ერგო, რაც, ცხადია, დიდი აღიარებაა. თორნიკეს სპეციალური პრიზი ლიგა ენდესას გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე ლიგა ენდესაში საშუალოდ 33 წუთში 16.1 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18.6-ია.

გუშინდელი დაჯილდოების ცერემონიისას გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს. ღონისძიებისას ასევე ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტი გაიხსენეს და ნომინაციაში "ლეგენდის გახსენება" სწორედ იგი გამოარჩიეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

imgbanner

ცხელი სიახლეები