ALL STAR-ის დრაფტი - „გრიკ ფრიკმა" და „მეფემ" გუნდები დააკომპლექტეს
გამთენიისას 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის დრაფტი გაიმართა და იანის ანტეტოკოუნმპომ და ლებრონ ჯეიმსმა თავ-თავიანთი გუნდები დააკომპლექტეს.
„გრიკ ფრიკის“ გუნდის სასტარტო ხუთეულში ანტეტოკოუნმპოს მხარდამხარ ჯოელ ემბიდი, პასკალ სიაკამი, კემბა უოკერი და ტრეი იანგი იასპარეზებენ. სათადარიგოთა სკამიდან კი თამაშში კრის მიდლტონი, ბემ ადებაიო, რუდი გობერი, ჯიმი ბატლერი, კაილ ლოური, ბრენდონ ინგრემი და დონოვან მიჩელი ჩაერთვებიან.
ლებრონის გუნდის ძირითად შემადგენლობაში „მეფესთან“ ერთად ენტონი დევისი, კავაი ლეონარდი, ლუკა დონჩიჩი და ჯეიმს ჰარდენი გავლენ. სათადარიგოთა სკამზე კი დემიენ ლილარდს, ბენ სიმონსს, ნიკოლა იოკიჩს, ჯეისონ ტეიტუმს, კრის პოლს, რასელ უესტბრუკსა და დომანტას საბონისს ვიხილავთ.
Whose team is more stacked? #TeamBron or #TeamGiannis? pic.twitter.com/0VDPcCpLGN
— Bleacher Report (@BleacherReport) February 7, 2020
აქვე გეტყვით, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ლებრონ ჯეიმსმა პირველ ნომრად ენტონი დევისი აირჩია. „გრიკ ფრიკის“ პირველი რჩეული კი ჯოელ ემბიდი გახლდათ.