Aa
Aa

კარლეს პერესი "რომაში" ითამაშებს

იტალიური „რომა“ კარლეს პერესის „ბარსელონადან“ შეძენას უახლოეს საათებში დაადასტურებს. ესპანური პრესის თქმით, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

როგორც იწერება, „ჯალოროსის“ ახალგაზრდა შემტევის შეძენა 15 მილიონ ევრომდე დაუჯდება. პერესი უკვე იტალიის დედაქალაქში იმყოფება და დასკვნით სატრანსფერო ფორმალობებს აგვარებს.

პერესმა ფეხბურთის თამაში „ესპანიოლის“ აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი „ლა მასიაში“ გადავიდა და 2014 წლიდან „ბარსას“ ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა.

მან კლუბთან ახალი კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა და ერნესტო ვალვერდემ მიმდინარე სეზონის 12 შეხვედრაში ათამაშა, თუმცა კიკე სეტიენი მას საკუთარ ფორმაციაში ვერ ხედავდა.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას, 21 წლის ესპანელი რომაელთა მეორე შენაძენია - „გლადიატორებმა“ 2 დღის წინ, ბერგამოს „ატალანტადან“ რობერ იბანიესი დაიმატეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები