„საშინელება დატრიალდა
Aa
Aa

„საშინელება დატრიალდა" - ნიკოლსონი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა

ოსკაროსანი მსახიობი, ჯეკ ნიკოლსონი, რომელიც „ლეიკერსის“ თავგადაკლული გულშემატკივარი გახლავთ, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს გამოეხმაურა. ნიკოლსონმა „შავი მამბას“ შესახებ CBS Los-Angeles-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„მომხდარზე მეც ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც თითქმის მთელ ლოს-ანჯელესს. სადაც გვეგონა, რომ კედელი ყველაზე მტკიცე იყო, დიდი ხვრელი სწორედ იქ გაჩნდა. კობისთან შეხვედრებსა და საუბარს ისე ვიყავი შეჩვეული, რომ მომხდარი მკლავს. საშინელება დატრიალდა.

ნიკოლსონმა კობისთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა: „მედისონ სქუეარ გარდენში ვიყავით. ერთ მომენტში მას კალათბურთის ბურთის ჩუქება შევთავაზე და ვკითხე უნდოდა თუ არა მისთვის ბურთზე ავტოგრაფი დამეტოვებინა. მან ისე შემომხედა, თითქოს გიჟი ვყოფილიყავი“.

„კარგად მახსოვს რამდენად დიადი კალათბურთელი იყო კობი. ჩვენ მასზე ფიქრს არ შევწყვეტთ და ის ძალიან მოგვენატრება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები