„მანჩესტერის“ ახალი სამიზნე - „იუნაიტედი“ ტევესის გადაბირებას განიხილავს
Aa
Aa

„მანჩესტერის“ ახალი სამიზნე - „იუნაიტედი“ ტევესის გადაბირებას განიხილავს

იტალიური გამოცემა, Tuttosport იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოფილი ფეხბურთელის, კარლოს ტევესის გადაბირებაზე ფიქრობს. „წითელი ეშმაკები“ მარკუს რაშფორდის შემცვლელს ეძებენ და როგორც ირკვევა ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ არგენტინელი ცენტრფორვარდი გახლავთ.

ტევესი ამჟამად „ბოკა ხუნიორსის“ ღირსებას იცავს და გუნდთან ხელშეკრულება ივნისამდე აკავშირებს. სამხრეთ ამერიკული პრესა იწერება, რომ კლუბის მესვეურები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავენ.

Tuttosport-ის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ტევესის იჯარის წესით გადაბირებას აპირებენ და თვლიან, რომ 35 წლის არგენტინელი ტრავმირებულ რაშფორდს ღირსეულად შეცვლის. თანაც მის სანაცვლოდ დიდი თანხების გაღებაც არ მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ტევესი „იუნაიტედის“ ღირსებას 2007-09 წლებში იცავდა და „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრების რიგებში 34 გოლი გაიტანა. ტევესმა „მანჩესტერთან“ ერთად პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო შემდეგ კარიერა „სიტიში“ გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები