Aa Aa
23 იანვარი 2020  |  11:02

ამ სეზონში "ბარსას" პირველი ფეხბურთელი - გრიზმანის გამორჩეული მაჩვენებელი

ანტუან გრიზმანი მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ოთხ სხვადასხვა ტურნირზე გაიტანა.

ფრანგმა ვარსკვლავმა ესპანეთის თასის შეხვედრაში სტუმრად „იბიცასთან“ დუბლი შეასრულა. „ბარსა“ 0:1-ს აგებდა, გრიზმანმა კი ჯერ 72-ე, შემდეგ 94-ე წუთებზე შედეგიანად ორჯერ დაარტყა და კატალონიელები მომდევნო რაუნდში გაიყვანა.

მატჩის შემდეგ გრიზმანის გოლის მნიშვნელობაზე კიკე სეტიენმა ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრანგმა მის გუნდს დამატებითი უსიამოვნებები თავიდან აარიდა.

ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში, ლა ლიგაში - 7, ჩემპიონთა ლიგაზე - 1, ესპანეთის სუპერ თასზე - 1 და ესპანეთის თასზე 2 გოლი შეაგდო.

„ბარსელონა“ მომდევნო მატჩს შაბათს, ლა ლიგის ეგიდით, სტუმრად „ვალენსიასთან“ ჩაატარებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში