Aa
Aa

Bild: "ბაიერნი" კოუტინიოს გამოსყიდვას არ აპირებს

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნში“ ფელიპე კოუტინიოს თამაშით კმაყოფილები არ არიან და კლუბი მის გამოსყიდვას არ აპირებს.

ბავარიელებმა ბრაზილიელი შემტევი გასულ ზაფხულს „ბარსელონადან“ იჯარის წესითა და გამოსყიდვის უფლებით დაიმატეს. ეს ფუნქცია ამ ზაფხულს გააქტიურდება, თუმცა გერმანული მხარე მის გამოყენებას არ აპირებს და 27 წლის ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ რიგებს დაუბრუნდება.

კოუტინიოს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. საგულისხმოა, რომ კატალონიელთა ახალ თავკაც კიკე სეტიენს ბრაზილიელის გუნდში დაბრუნება სურს.

ესპანური პრესის თქმით, სეტიენს კოუტინიოს თამაშის ეიმედება და მას საკუთარ სათამაშო სტრატეგიაში მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები