Aa
Aa

ანჩელოტის ალანის "ევერტონში" გადაყვანა სურს

კარლო ანჩელოტის ყოფილი შეგირდის, ალანის „ევერტონის“ რიგებში ხილვა სურს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „პაპა კარლოსთვის“ „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ფავორიტი შეგირდი სწორედ ბრაზილიელი საყრდენი იყო და ამჟამინდელ კლუბს მის ტრანსფერზე მუშაობა მოსთხოვა.

მეორე მხრივ, გავლენიანი აპენინელი ჟურნალისტი, ალფრედო პედულა წერს, რომ ალანი „პარტენოპეისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, რაც მერსისაიდელთა საქმეს ერთიორად გაართულებს.

29 წლის შუახაზელის ტრანსფერით დიდი ხანია „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდება და „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებების დაწყება რამდენჯერმე სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

ალანს იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები