Aa
Aa

1999 წლის შემდეგ პირველად! - მარტინელიმ ანელკას რეკორდი გაიმეორა

გაბრიელ მარტინელიმ „არსენალის“ 21-წლიანი რეკორდი გაიმეორა და ნიკოლა ანელკას 1998-99 წლების სეზონში ნაჩვენებ შედეგს გაუთანაბრდა.

18 წლის ბრაზილიელი, ანელკას შემდეგ, „მეთოფეთა“ პირველი თინეიჯერია, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა. მარტინელიმ გუშინ „ჩელსის“ კარი აიღო, რითაც პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავი მესამედ გამოიჩინა. მან ევროპა ლიგაზე ასევე 3-ჯერ შეაგდო, 4-ჯერ კი მეტოქეები ინგლისის ლიგის თასზე დაამწუხრა.

მარტინელი ნელ-ნელა „მეთოფეთათვის“ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა და მიკელ არტეტა სულ უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევს. ლონდონელებმა იგი ბრაზილიური „იტუანოდან“, გასულ წელს, 6.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

„ჩელსისა“ და „არსენალის“ გუშინდელი შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა, „მეთოფეებს“ ქულა ექტორ ბელერინმა გადაურჩინა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

„არსენალი“, 30 ქულით, პრემიერ ლიგის მე-10 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მთელი 10 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები