კავაი დომინირებს - „კლიპერსმა
Aa
Aa

კავაი დომინირებს - „კლიპერსმა" „დალასი" დაამარცხა

ლოს-ანჯელეს „კლიპერსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და „დალას მავერიქსის“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. დოკ რივერსის გუნდმა სტუმრად 110-107 იმარჯვა. „კლიპერსის“ წარმატების მთავარი შემოქმედი კი კვლავ კავაი ლეონარდი გახლდათ.

28 წლის მსუბუქმა ფორვარდმა ტექსასელთა წინააღმდეგ 36 ქულა, 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. კავაიმ 30 ქულაზე მეტი თავის ბოლო 6 შეხვედრაში გაიფორმა, რითაც კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. გარდა ამისა 1980 წლის შემდეგ ლეონარდი „კლიპერსის“ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 30 ქულაზე მეტი მინიმუმ 6 მატჩში მიითვალა. ლოს-ანჯელესელთა მაისურით ბოლოს ასეთი რამ უორლდ ბი ფრიმ გააკეთა, რომელმაც სულ მცირე 30 ქულა მიჯრით 11 შეხვედრაში ჩააგდო.

მიმდინარე რეგულარულში „კლიპერსს“ დიდი მიზნები აქვს და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ამჟამად დოკ რივერსის ბიჭები 31 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილს იკავებენ და ლიდერ „ლეიკერსს“ სამი მოგებით ჩამორჩებიან.

კავაი ლეონარდი და კომპანია წარმატებული სვლის გაგრძელებას 23 იანვარს, ჯორჯიაში შეეცდება, სადაც აუტსაიდერ „ატლანტა ჰოუქსს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები