Aa Aa
20 იანვარი 2020  |  11:46

"მილანმა" პაკეტას ფასი დაადო - პსჟ გააქტიურდება?

იტალიური პრესის ინფორმაციით, „მილანმა“ ლუკაშ პაკეტას ფასი დაადო და მის სხვა გუნდში გასასხვისებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, „როსონერი“ თავის ბრაზილიელ შემტევს, სულ მცირე, 35 მილიონ ევროდ აფასებს და მზადაა, მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

22 წლის ბრაზილიელის ტრანსფერით დიდი ხანია პსჟ ინტერესდება, რომლის სპორტული დირექტორი, ლეონარდო, პაკეტას „მილანში“ გადასვლის მთავარი ინიციატორია. მილანელებმა, პაკეტას გადასაბირებლად, „ფლამენგოს“ 38.5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

პაკეტა „შავ-წითელთა“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და „უდინეზესთან“ გუშინდელი მატჩიც სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მიმდინარე სერია A-ში კი მოედანზე 14-ჯერ ვიხილეთ და აქტივში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში