სანაძის ტრიუმფალური გამარჯვება: ქართველის ტიტული პორტუგალიაში!
Aa
Aa

სანაძის ტრიუმფალური გამარჯვება: ქართველის ტიტული პორტუგალიაში!

ქართველი კალათბურთელის დუდა სანაძის ''ოლივეირენშემ'' პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ''ოლივეირენშემ'' ლისაბონის ''ბენფიკა'' 83:81 დაამარცხა.

დუდა სანაძე სასტარტო ხუთეულში მოხვდა, ქართველმა კალათბურთელმა შესანიშნავად ითამაშა, პარკეტზე 22 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 17 ქულაა. ამ მაჩვენებლით სანაძე თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო.

მან 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, მის ანგარიშზე 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა. ბურთი ორჯერ დაკარგა და  4 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, ნახევარფინალში ''ოლივეირენშემ'' ლისაბონის ''სპორტინგი'' 93:88 დაამარცხა.

პორტუგალიის ჩემპიონატში სანაძის გუნდი მხოლოდ ''ბენფიკას,'' ''პორტუსა'' და ''სპორტინგს'' ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები