"ბარსელონამ" დენის სუარესი გაიფორმა
კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა "ვილიარეალიდან" დენის სუარესის საკონტრაქტო უფლებები გამოისყიდა.
"კლუბმა გადაწყვიტა, რომ "ვილიარეალიდან" დენის სუარესი გამოისყიდოს. იგი შემდეგ 4 სეზონს "ბარსელონაში" გაატარებს". - ვკითხულობთ კატალონიური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
22 წლის სუარესი "სელტას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2011-2013 წლებში "სიტიში" ირიცხებოდა, რომლისგანაც სწორედ "ბარსელონამ" შეიძინა და 2 სეზონი ამ კლუბის მეორე გუნდში გაატარა. შემდეგ 1 წლიანი იჯარა "სევილიაში", ბოლოს კი "ვილიარეალი"...
აღნიშნული ტრანსფერი "ბლაუგრანას" 3.25 მილიონი ევრო დაუჯდა.
