კურზავას ტრანსფერი -
Aa
Aa

კურზავას ტრანსფერი - "არსენალს" ზაფხულში სურს, პსჟ-ს ზამთარშივე

ლონდონის „არსენალი“ ლაივინ კურზავას შეძენით ინტერესდება. რამდენიმე დღის წინ „მეთოფეების“ ინტერესის შესახებ დაიწერა, თუმცა ამჯერად საუბარია ტრანსფერის იანვარში განხორციელებაზე.

თავდაპირველად „არსენალი“ კურზავას ხელში ჩაგდებას უფასოდ გეგმავდა, რადგან სეზონის ბოლოს ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება.

France Football-ის ცნობით, პსჟ-მ „არსენალს“ დაახლოებით 4-6 მილიონი ფუნტის გადახდა შესთავაზა და მზადყოფნა გამოთქვა ფეხბურთელი იანვარშივე დათმოს.

27 წლის კურზავას ტრანსფერის მომხრეა ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელმაც სოციალურ ქსელში „არსენალის“ ფორმაში გამოწყობილი კურზავას ფოტო მოიწონა.

პსჟ-ში ბერნატის მისვლის შემდეგ, კურზავამ ძირითადში ადგილი დაკარგა და ბუნებრივია მას მეტი სათამაშო დრო სურს, რასაც „არსენალი“ სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები