Aa
Aa

"იუვე" ფავორიტია - ვის დარჩება იტალიის მთავარი ტალანტი?

სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად კვლავ ტურინის „იუვენტუსი“ რჩება, თუმცა „ვეკია სინიორას“ რამდენიმე სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

SportItalia-ს გავლენიანი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, პსჟ, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „სიტი“ 19 წლის შუახაზელის შესაძენად ძალებს არ დაიშურებენ.

Corriere dello Sport-ი წერს, რომ ტურინელები თავიანთი სათამაშო გეგმის აწყობას ტონალიზე აპირებენ, თუმცა ამის მიუხედავად, სატრანსფერო მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ დაუწყიათ.

„ბრეშა“ თავის ერთ-ერთ ლიდერს 50 მილიონ ევროდ აფასებს. ლომბარდიელებმა ტონალი ზაფხულში არ გაყიდეს, რაც ჭკვიანური გადაწყვეტილება გამოდგა. თინეიჯერმა გამთამაშებელმა იტალიის ჩემპიონატის პირველი წრე სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა და ბრეშიელებს ახლა მისი გასხვისება კიდევ უფრო დიდ თანხად შეუძლიათ.

ტონალის “ბიანკაძურისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მისი კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები